კერესელიძე ნუნუ
გაზიარება

ნიკორწმინდასთან 

ტაძარს რომ დამზერს,
ეს არის სხვა ცა,
აქ არ ივიწყებ,
რომ არის სხვაცა...
არ ხარ მარტო შენ
შორ ჩუქურთმაში.
შვება შუმერის
შეკრთა და გიხმობს
შორი სურნელი.
და სტირ გათოშილს,
გაყინულ გულებს
და ცრემლს გიწუნებს
შენი მხლებელი –
თოვლი თებერვლის.

??????