კერესელიძე ნუნუ
გაზიარება

*** "შვილს ვერ მოუსმენ" 

შვილს ვერ მოუსმენ, სახე გაქვს ქუფრი,
ძნელ ბედისწერას დართე ხალისი,
გამოდი წუთით, იგემე წუთი
ჩუმი სიმართლის სიდარბაისლით.
დიდ ცეცხლზე იწვის სვე შემოქმედის,
მზის სამსახურად გული თუ გერჩის,
გაქვს გამართლება, აქ რომ მოხვედი,
ჩუმ სიკეთეს რომ უდგახარ გვერდში.
თავის მოკრებას არ გაცდის ხავსი,
დაცვარულ ვარდით როს გიწვევს გზნება,
იარებოდე საკუთარ ქარში,
იგრძენ ჰაერი და შორი შვება.
თან სინანულიც ისაფეხურე,
ზევით და ზევით როს გიწევს გული,
გაფანტე მზერა, თავს ნუ შეჰყურებ,
გაურკვევლობის გასცდები ბურვილს.

??????