ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

*** "გოდოს" 

გოდოს გოდო, გოდოს გოდო, გოდოს გოდო გადაება,
და მოუსვლელ გოდოებად
იქცა საზოგადოება!
ბრიყვი ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და
ბრიყვს რომ გადაება,
იქცა საზოგადოება
ბრიყვ და მკრეხელ ღადოებად!
– წააადით! – რუსეთს დაუძახოს ნეტავ საზოგადოებამ! –
ნეტავ საზოგადოება
იქცეს უცებ... კატოებად!
იქცეს უცებ კატოებად და ენამჭევრ ქაჯანებად!
მენატრება სიმამაცის
და ღირსების აჯანყება!

??????