ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი" 

ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი,
დაყოფილი დახლებად, რიგებად და უბნებად,
გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით –
ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება.
უცებ ბიჭი გამოჩნდა, რომელიღაც ჩიხიდან
შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში,
შეირბინა ბაზარში, სამი მტრედი იყიდა,
გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა.

??????