ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "რა კარგები ხართ" 


რა კარგები ხართ, ბავშვებო,
ვიდრე გაივლის ბავშვობა,
ვიდრე მზეს ეთამაშებით,
ვიდრე მზე გეთამაშებათ,
ვიდრე დაცხრებით კრავივით,
ვიდრე დაცხრებით სავსებით,
ვიდრე ბავშვობა გაივლის
და... მშობლებს დაემსგავსებით.

??????