კაპანაძე გიორგი
გაზიარება

მზე ახალისებს 

მზე ახალისებს ხნულებს, ჭილყვავებს.
აპრილი მარად სულს ამიყვავებს.
ჟონავს ბალახი ქედებს, ფლატეებს,
პეპლები ქარით მოფარფატებენ.
გაშლილ მუხებზე ზეცა იბუდებს,
ამ ლაჟვარდების უცხო არილით,
ათბობს იმერეთს მერცხლების ბუდე,
ცხელი ტალახით ამოყვანილი.
თბება მიწები, თბება მიწები,
ამ დიდ ნათელში არ მავიწყდები.

??????