სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

სიტყვად ქცევის მოტივი 

დახუჭე თვალი...
წარმოიდგინე
მარადისობის მყარი კარიბჭე:
იქ სამყაროა შენზე მელოგინე,
და თუ თადარიგს წინ-წინ დაიჭერ –
შენ აღმოჩნდები საკუთარ თავში
გარდამავალი მთელში ნაწილი;
მოიცავ სივრცეს თამაშ-თამაშით
უფლის ნებასთან იყარო წილი.
მაშინ უბრალოდ – შენ გათოვლდები...
მაშინ უბრალოდ შენ გაწვიმდები...
და შენ იცხოვრებ ქვეყნის გოდებით
და შენ მოკვდები იმის იმედით,
რომ კვლავ შეიგრძნო სიცოცხლის არსში
თავად სიკვდილის გარდაცვალება:
შენ, სიცოცხლე და სიკვდილი მაშინ
იქნებით, როგორც ერთში სამება –
ვით სულიწმინდა, მამა და ძე ,
ვითარცა იყო, ვითარცა ითქვა:
წინ გასასვლელი დაგხვდება ძელი
და ყველა ერთად იქცევით სიტყვად.

??????