ჭილაძე თამაზ
გაზიარება

ივანე ჯავახიშვილის ძეგლი უნივერსიტეტის ეზოში 

გეხვევა ჭადრის ფოთლების სითბო,
ამდენი წყლული რამ დაგაჩნია!
ყველა ბრძოლაში დაეცი თითქო
და ყველა ბრძოლამ გადაგარჩინა!
მონღოლის ცეცხლით თმაგატრუსული,
აი, მობრუნდი ჩვენთან ისევე,
და ვიდრე სახლში შემოხვიდოდი,
თითქოს ეზოში ჩამოისვენე...

??????