ჭილაძე თამაზ
გაზიარება

ყინწვისი 

შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური,
ო, ასე ჩუმად და ასე მარტო
მთებში სხივებზე დნება ყინული.
მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის
და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები...
ჩუმია ზეცა და წვიმასავით
შუბლს უგრილებენ შენი თითები...

??????