ფოცხიშვილი მორის
გაზიარება

ორი გოგონა მიყვარდა 

კაფია
ორი გოგონა მიყვარდა _
ხან ისა მწვავდა,
ხან ესა...
ერთი წყალგაღმა ცხოვრობდა,
ერთი გამოღმა მხარესა.
ერთ დღეს წამწამებს ვფიცავდი,
ერთ დღეს ჟუჟუნა თვალებსა...
ორი გოგონა მიყვარდა _
ხან ისა მწვავდა,
ხან ესა.
რა ესმათ ჩემი ავ-კარგი
და ეშმაკობა რა ესმათ,
ორივე ერთად დავკარგე,
ორივე ერთად გამექცა...
ერთგან შუადღეს ვიარე,
ერთგანაც შუაღამესა,
ორივე უბრად მხვდებოდა _
ხან ის მდუღრავდა,
ხან ესა.
ახლა ცალ-ცალად დავდივართ,
ავდარია თუ დარია _
ორი გოგონა მიყვარდა,
ჰოდა, რა ჩემი ბრალია?!

??????