გახსენება
`როცა გეტყვი `ი”
მაშინ გამო...დი!”
ბალღური
თითქოს გუშინ დასრულდა,
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა... მა... ში...
`ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი... და...”
დღენი სიყმაწვილისა
გა... ვი... და...
124
უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია
125
მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ `ი”, _
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა... მოხვე... დი.
როგორ დაგვიწყებია
`ენკი, ბენკის” ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი... პოვი... ხარ...
მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაუგებს
გაგი...ჟებულ გულს...
`ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...”
არა სთქვან: სიჭაბუკეც
გა... ვი... და...