აზეულა
ქედებმა მითხრეს გულის ვარამი,
შენ ერთი შეხვდი სხვებზე ჯიუტი, _
გქონდა ნაღველი _ გულში მალავდი,
მარტო იდექ და არას ჩიოდი.
სიმწრისგან ახლაც კბილით ხრავ დუღაბს,
თავს გეხვევიან თეთრი ღრუბლები.
ო, კოჯრის ციხევ, მხოლოდ შენ დუმხარ,
მხოლოდ შენ არას არ მეუბნები.
მაგრამ მე ეს მზე დამემოწმება _
თუმცა არ იცი კვნესა და ოხვრა,
გავიგე შენი დიდი ოცნება
და მობჯენილი ყელამდე ბოღმა!