ღვინეფაძე ნანა
გაზიარება

ოცნება 

მე ჩრდილოული ციალის მსგავსად
ვიფერფლები და თანდათან ვქრები.
შენ მომისწარი მშვენიერ ირმით,
ნატვრის ხესავით რომ ადგას რქები.
შენ მომევლინე როგორც მერკური,
დალოცე ყველა ჩემი სავალი.
და გამიტაცე ფეხმარდი ირმით
და მიმიჩინე მთებში სავანე.
ჩვენი ძე დალის ძესავით იშვა,
მას თაყვანი სცა მთელმა იმერმა,
და გამიზარდა იგიც ფეხმარდი
იმ მშვენიერმა, ლაღმა ირემმა.
მე, ჩრდილოური ციალის მსგავსად,
შუბლზე მიბრწყინავს ზურმუხტის ქვები.
შენ მომევლინე ქორბუდა ირმით,
ნატვრის ხესავით რომ ადგას რქები.

??????