ღვინეფაძე ნანა
გაზიარება

შვიდი მაისი 

შენ გაფრენაზე გიჭირავს თვალი
და მე კი სადღაც წარსულში ვრჩები.
ასი წლის შემდეგ რომ ქალს შეირთავ,
ისიც მეტოქე იქნება ჩემი!..
გაგერიდები მძლევარ ჩიტივით,
დავესახლები ინდოეთს, რაბათს
და წარსულიდან გამოგიგზავნი
პალმის ფოთლებზე დაწერილ ბარათს.
გამოგიგზავნი იმ დიდ სიმდიდრეს,
რომელიც ახლოს გეჩვენა მცირედ.
ყოველ სპეკალზე უფრო ბრწყინვალეს,
ყოველ ბორკილზე ძნელსა და მძიმეს...
შენ გაფრენაზე გიჭირავს თვალი,
მე სიმარტოვის კუნძულზე ვრჩები.
ასი წლის შემდეგ ქალს რომ შეირთავ,
ისიც მეტოქე იქნება ჩემი!..

??????