გახსოვს?
ძაფზე აცმული კაპარი,
გაბრწყინებული ნამი,
მივიწყებული ზღაპარი
მივიწყებული წამი...
მივიწყებული ბილიკი,
ნავარდი ღრუბლებს მაღლა...
გახსოვს? თუ სულაც პირიქით,
ფიქრად არც გიღირს ახლა?
ის უსახელო ყვავილი,
შიშით მიკრული ფერდობს...
ლექსი მზედ ამოყვანილი,
შენთვის ძვირფასი ერთ დროს...
სიყრმის საყვარელ სტრიქონებს
თვალს რომ შევავლებ ახლა,
ერთ დროს რომ გამომიგონე,
დღეს ის არა ხარ, მახა...
ზოგჯერ ნამი თუ იელვებს,
შემირხევს ხსოვნის რტოებს...
კვლავ ცივი სიცარიელე,
კვალავ ჩუმი სიმარტოვე...
ასე უჩუმრად ლარნაკში
ხსოვნის ყვავილი ჩახმა...
რა გაეწყობა, განგაშით
გულს ვერ განკურნავს, მახა...