გიგაური გიორგი
გაზიარება

ნასესხები 

ბარდნის, გათეთრდა ლურჯთვალა მოლი,
ხეზე ფოთოლი გაჭაღარავდა
და ფანტელებით წყლიანი თოვლის
ყვავები წერენ ზამთრის ბალადას.
მარტის ნასესხებს ეს რა სცოდნია, _
ია ყინვისთვის გამოიმეტა,
მთებში მერცხლები აღარ მოდიან,
დუშმანი იყოს მაგათ იმედად!
...გაზაფხულის მზეს როცა უმუხთლე,
სითბო წაართვი ზეცის საფირონს,
როცა აზრობდი მიწის ზურმუხტებს,
ნეტავ, სად გქონდა ჭკუა, აპრილო.

??????