გიგაური გიორგი
გაზიარება

თავგანწირვა 

დააგვიანდა გამოდარებას,
სიკვდილი დადის სისხლიან თასით,
განა სიცოცხლე დაგენანება, _
თავის განწირვას არა აქვს ფასი.
შენს გაკეთებულს არავინ ხედავს,
ვიღაც აფუჭებს,
რასაც აკეთებ,
ვერ გაუკვალავ ქარაფებს მხედარს
და ვერ დაპირავ სახნის _ საკვეთელს.
გღალატობს,
ჭერს რომ უყოფდი გუშინ,
თანაც გიგინებს სალოცავს მდუმარს,
მახვილს შურისას გაგიყრის გულში
და გაოგნებულს გაგწირავს უმალ.
ფულის გულისთვის შეეკვრის ვერაგს,
ფულია მისი ცხოვრების სარკე,
მერე მოძენბის,
ქცეული გველად,
უცხო მხარეში გასაძრომ სარკმელს...
ნააკვნარს შენსას ყორანი აზის,
შენი გზაწვრილი ისევ გზაწვრილობს,
თავის განწირვას არა აქვს აზრი
და თავი მაინც უნდა გაწირო.

??????