გიგაური გიორგი
გაზიარება

ცის გახსნამ დაიგვიანა 

ცის გახსნას დიდხანს ველოდი,
ცის ნაცვლად მიწა იხსნება,
მიახლოვდება დაისი,
მზე შუბის ტარზე იხრება.
ფიქრი სიბნელეს მიარღვევს,
კალამი წერით იღლება,
ამაოდ სწუხან ლანდები,
ცრემლიც ამაოდ იღვრება...
ცის კარის გახსნის მაგივრად
სულეთის კარი იღება,
მშვიდობით, უნდა ვიჩქარო,
უფალს შევთხოვო მიღება!

??????