კილასონია ნაზი
გაზიარება

მონადირე 

ტაბაწყურს წავლენ მონადირენი,
რომ თოფის კვამლი ზეცას უჩვენონ,
ვაითუ შეგხვდეს სოკო-ირემი
და ნაკვერცხალზე შესწვა უჩემოდ.
ტაბაწყურს წავლენ მონადირენი,
რომ ტბას ახალონ ფრთები იხვებმა.
ლერწამის ჩრდილი წყალში ირევა...
ლერწამის ჩრდილი ტბებში ირხევა...
თოფსაც იფერებ, რიხსაც იფერებ,
და მაინც დარდმა გაგაგულისა:
რომ არ მოგიკლავს ჯერ არაფერი
ამ ქვეყნად გარდა ჩემი გულისა.

??????