კილასონია ნაზი
გაზიარება

საგალობელი სიყვარულისა 

ეშმაკმა დალახვროს,
მაინც რა ყოფილხარ,
თოლიგე.
არა, შენ ისეთი არა ხარ,
როგორიც მეგონე,
ისეთი არა ხარ,
თოლიგე.
შენ სურნელი აგდის
მიწის და კაცისა,
თოლიგე,
და თუ დაგჭირდა,
ყვავილსაც გასრისავ,
თოლიგე.
მე ზეცით მევსება
თვალები ორივე,
თოლიგე.
მაგრამ შენ _ მიწას
ვერაფრით გეხსნები,
თოლიგე.
რადგან მე ფერფლი ვარ
შენი ნეკნისა,
თოლიგე,
ვიწვები _
შენი ცეცხლი მეღირსა,
თოლიგე,
ციცაბოდან დავცურდი
კლდეების ყვავილით,
თოლიგე.
მესმა ნეკერის ტკაცანი,
ხარირმის ხავილი,
თოლიგე,
გაზაფხულით მევსება
თვალები ორივე,
თოლიგე.
არა, ვერ დაგეხსნები,
თოლიგე,
თოლიგე,
და ასე ტყედატყე
მოვდევ შენს ნაკვალევს,
თოლიგე,
აუ, ხელებს გიწვდი
და თვალებს საყვარელს,
96
უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია
97
თოლიგე,
რომ ღმერთად ვიწამო
თვით ჩემი არსებაც,
თოლიგე,
რადგან მე მიწა ვარ
და შენით სავსე ვარ,
თოლიგე!

??????