გიო
და ვიდრე მართლა მოხვალ ამ ქვეყნად,
ჯერ უნდა მხოლოდ სიზმრებში მდიო,
მე სევდიანად გპირდები ეხლაც:
მოხვალ,
სიცოცხლეს გაჩუქებ, გიო!@
გიო!
თვალები ღამეებს ათევს...
გიო!
ხელები ლოდინით დაჭკნა.
შენ უნდა ნახო მზიანი ქართლი,
შენ უნდა ნახო მთიანი რაჭა.
შენ უნდა გქონდეს მამის თვალები,
შენ უნდა გქონდეს შუბლი მამისა...
მე შენს სიცოცხლეს მივეძალები
და გულისკოვზთან თრთოლვით ჩაგისვამ,
რათა შენს მაჯას მივცე სათავე.
რაა მიწიერ ტანჯვის ატანა?
არარაობის ქარში ტანტალი
კმარა! გეყოფა, ჩემო პატარა...
ვარ დედა _
ვდგავარ საწუთროს გზებზე:
ხარ შვილი _
მმართებს მარადის გდიო:
თვალებს ვიჩრდილებ,
გიხმობ და
გეძებ:
გიო!
გიოო!..