მამული
არ ვიცი ამას რა ჰქვია, როცა მთაწმინდა აქვეა, როცა აქვეა მტკვარი... ახლავე მივდეგ-მოვდგები, მაცალე, ვიდრე მოვკვდები, გადაგიხადო ვალი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, როცა არაგვი აქვეა, როცა აქვეა ჯვარი... ახლავე მივდეგ-მოვდგები, მაცალე, ვიდრე მოვკვდები, გადაგიხადო ვალი.
|