*** "ხანდახან"
ხანდახან, როცა მიმაგდებს სევდა და ეჭვისაგან ვარ დაშრეტილი, მღვრიე ნისლიდან როგორც მხედარი, გამოდის ხოლმე ჩემი შატილი. ნისლში ჩნდებიან: ჩემი გირევი, ჩემი უშგული და ჩემი გრემი, და ჟამი, როგორც ნანადირევი, მოაქვთ მაღალი, დაღლილი მხრებით...
|