ნუცუბიძე ლილი
გაზიარება

თუ ვინმე გიყვარს 

მზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს
და ნაკადულიც კისკისებს შენთვის,
ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.
და გინდა ზეცის ხელის შევლება,
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,
თუ ვინმე გიყვარს,
თუ ვინმეს ეტრფი.
ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენება
და სილამაზე გაგყვება დიდხანს,
სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს.
თითქოს შენია ყველა ყვავილი,
ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,
ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.
მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,
ის აღარა ხარ, რაც გუშინ იყავ,
ეკალი ვარდად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!

??????