ერთის პირობით
მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი, მევალისათვის მიმატანინე ვალი, გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები, შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები, მომაძებნინე სხვაგან დამარხული ძმები, ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები, მათქმევინე: ქვეყნად სიცოცხლე ღირდა, მერე წამოვალ, წამოვალ, საცა გინდა.
|