ძნელაძე გივი
გაზიარება

მშვენიერი ხეები.. 

ჩემს სოფელში ხეებია, _
გამოიყვან აკვანს, გინდა ერქვანს...
მართალია, უმრავლესი თხმელებია, _
ურევია კოპიტიც და ძელქვაც!..
მზეზე ხარობს ბებერიც და ნორჩიც, _
ზოგი _ კაცს ჰგავს,
ზოგი _ ქალს და
ზოგი ბალღს...
რომელიმეს ნაადრევად მოჭრი? _
ღმერთი სასჯელს შესაფერისს
მოგიზღავს!..
წავალ... ჩავალ, _
ახალ ნერგებს დავრგავ...
ამას მართლა გულით ვამბობ, ღმერთმანი!..
ეჰ, ხეებო! _
საჭიროა აკვანიც და ერქვანიც!..
...ჩემს სოფელში მშვენიერი ხეებია, _
მორთულები ატლასით და ფლასით!..
მართალია, უმრავლესი თხმელებია, _
თქვენ მე მკითხეთ იმ თხმელების
ფასი!..

??????