მონატრებულ ბიჭებზე თქმული
სულს უჰაერო გიხუთავთ ღამე, _
ხმაში, (ო, ღმერთო!) გემჩნევათ ბზარი...
_ `საქართველოზე გვითხარით რამე!~ _
ემუდარებით ჩამოსულ მგზავრებს!..
ეჰ, გულზე ცეცხლი შემომეკიდა _
ყრუდ ამოგდება თქვენი ხმა ზემოთ...
ადრე წასულნო ამა ქვეყნიდან და ჩემთვის მაინც ცოცხალო ძმებო!..
არსთა განმრიგე ვის და რას ჰკითხავს,
მაგრამ... ყოფნა რომ შევსთხოვო დიდხანს,
ვთქვათ და _ მისმინოს მაღალმა ღმერთმა
და მათუსალის მიბოძოს ბედი, _
მომენატრება
შეხვედრა
თქვენთან
და... რა მიშველის... სიკვდილის მეტი...