ხუხაშვილი გიორგი
გაზიარება

*** "იმედით ცოცხლობს კაცი ქვეყნად" 

იმედით ცოცხლობს კაცი ქვეყნად, სანამ მოკვდება,
მინერგავ იმედს და მხნეობას ულევ განძივით.
რომ გადავლახო სივრცეებში დრო და მანძილი,
ფრენა ვისწავლე შორი გზების შესამოკლებლად.
მოგზაურივით მმართებს ახლაც ძალის მოკრება,
თუ გზად შევხვდები მწყურვალსა და სასოწარკვეთილს...
სადაც მომესმის გზით დაღლილის ამონაკვნესი,
მოყვასის გული ერთგულებით ემეგობრება.
და სულერთია პარიზელი თუ მადრიდელი,
იაპონელი, აფრიკელი თუ ინდოელი,
ვინც ძალმიხდილი კაცისაგან შველას მოელის,
წყალივით ვასვა, იმედები, მქონდეს იმდენი.
ექმენი მსხვერპლად ძე კაცისას, ჩემო ტარიგო,
ვიარო ქვეყნად, სიყვარული ჩამოვარიგო.

??????