გაბაიძე გიორგი
გაზიარება

არ არის წერა ადვილი... ექსკლიუზივი

(ვახტანგ ღლონტს)

შავი ზღვის მორევს მშრალი ზღვისპირი,
ტალღების ზვირთით გაუქაფია,
და შარფი, როგორც ეკლის გვირგვინი,
დაგაქვს პოეტის ეპიტაფიად.

მარჯვენა ფერდში ნალახვრალს იტან,
სიცოცხლის წყაროს უშრეტ სათავეს,
უცრემლოდ ტირის ლერწმის ფლეიტა,
ანგელოზები ჯვარცმას ხატავენ.

პოეტი მამის ცხედარს დასტირი,
მარცხენა მხარზე გაზის გენია,
წერ და არ არის წერა ადვილი,
როცა სიშიშვლის აღარ გრცხვენია.

??????