ნადირაძე სოსო
გაზიარება

მზეს ელოდები 

მზეს ელოდები, როცა ღამეა,
როცა გაწვება დარდი მთასავით,
ჩემთვის ეს ლექსი დიდი რამეა,
ცრემლის და სისხლის შავი ნაზავი...

ახლა ლოდინი არის ამაო
და ზეცას წყდება ცეცხლი მეხივით
და ვხედავ ბედის ქიმზე ქანაობს,
ჩემი პატარა უღელტეხილი...

ამოვა მთვარე მრავალხალება,
შემოამტვრევენ სარკმლებს ქარები
და ყველა ლექსი შემებრალება
ფურცელ და ფურცელ ნაწანწალები...

იმგვარად, თითქოს უკვე შებინდდა,
უამინდობით გულაღეღილნი,
კვნესიან ფურცლის გისოსებიდან
ჩემი ლექსები ტუსაღებივით...

??????