მიწიშვილი ნიკოლო
გაზიარება

გრიგოლ რობაქიძეს,პაოლო იაშვილს 

ყოველთვის, როცა მომენატრება 
პოეზია და თქვენი ხსენება, - 
დგება ზამთარი წინ ნაადრევი 
და ალკას თეთრი გამოსვენება.

ალკას საფლავზე სხვა მადრიგალი. 
კვალად ზამთარში რგვალი მაგიდა. 
პლანეტარული მწვანე გრიგოლი 
გადმოღვარული მთვარის ბაკიდან.

გამოკვეთილი მთვარის ქვისაგან 
მერიდიანზე რეკავს რეკვიემს - 
,,ვერვინ დაგვიხსნის დაღუპვისაგან, 
და შიში ფიქრებს დაგვარეკვიებს...

ქვეყანა იწვის, ქვეყანა კვდება, 
მზეს რილობები შემოესია. 
უკანასკნელი ამბავი ხდება- 
სივდება მიწა და პოეზია“.

ცივ სასტუმროში სუქდება შიში: 
ღმერთო ძლიერო და სასწაულო - 
გადაარჩინე პოეტთა ჯიში... 
დგება პაოლო. 

??????