ქელეხიძე ნანა
გაზიარება

ფარდა  

...

როდესაც იცი-
შეგიძლია, მოხვიდე და გადამარჩინო,
თუ ფანჯარასთან დგომა ზოგჯერ ნიშნავს-
ვვარდები.
და რომ შიშველი-
სულ არ ნიშნავს- ოდნავ შემცივდა.
ვამბობ-
გელოდი.
ვდუმვარ-
მიშველე.

როცა არ ტყდები-
მოდიოდი და სულს უსწრებდი.
და სულ არ ნიშნავს, კარს გიღებდე-
თითქმის მიყვარხარ.
და თუ მიჩვევა-
შეგეზარდე ტანზე ხავსივით.
ვამბობ-
ქარია.
თვალში-
სისველე.

ყელთან შეხება-
ვიცი სადღაც წვიმა დაიწყო.
მიწა მძიმდება. თმაში სუნი ნედლი ბალახის...
ლურჯი კედლები-
ესე იგი-
ჩუმად დანგრევა.
ვეღარ ვსუნთქავდე-
შიში დავმალო.

ვარდნა ფანჯრიდან, ნიშნავს-
ერთხელ ქარი ჩადგება-
ანუ-
დამთავრდა.

??????