მეშველიანი სოსო
გაზიარება

ფოთლების სასაფლაო 

(მეზობელ, ავადმყოფ ქალბატონს, რომელსაც მუსიკა უყვარს)

ღმერთო! ჩემ სიზმრებსაც ხომ არ ხედავ?
წუხელ დედა ვნახე, მე მლოცავდა,
შენ კი, უკვე იცი ეს ამბავი!
ქარი, ლიმონის ბაღს რომ არხევდა,
სულაც არ მემჟავა, მემოცარტა,
ტკბილი მინორივით, მესაფლავის.


არ გავს ჩემი სახის ნაოჭები,
ავი წმინდანისას, ბრეიგელის...
გატყობ, ვერც ვერაფრით მაიმედებ.
ვინაც ჩრდილიანად ამომჭერი,
ჯანსაღ ცხოვრებიდან -ლეიკემის,
მძიმე ნიშნებისთვის გამიმეტე.

ახლა ღამეა და შორს ბინძური,
ბნელი კვარტალია, განაპირა.
ვარ რა!...სიკვდილისთვის არა მიშავს.
ჩემზე უსიცოცხლო, ჩემს სიძულვილს,
ახლა წინ არ უდგას არაფერი,
გარდა, ერთი ბნელი სამარისა.

??????