მეშველიანი სოსო
გაზიარება

ღამით 

სუნთქვა გამეხსნა, გავცხოველდი, ძალით თუ ნებით 
არსებობასაც სუნით ვგრძნობ სხვების. 
(გადაიფარა დუმილი ტყემაც) 
ბრუნავს სამყარო, რომლის ბრუნვის მიმართულებით, 
იგრიხებიან ბებერი მსხლები, 
შემოხვევია სარს ლობიო, კვახი კი ტყემალს. 

და ჩემი მზერაც ჩახვევია უშორეს ვარსკვლავს, 
ვფვშვნი სიტყვებს მიწის გოროხივით მსუყეს და მსუქანს. 
გზა არევია მამისეულ გიშერა ხარს კვლავ 
და დედის ლოცვას, სანთლით რქებზე მოყვება უკან. 

დარბილდა, დატკბა, ხავსიანი ცაცხვის მერქანიც, 
ფოთლებამდე გრძნობს, ხორკლიანი ხელის შეხებას... 
მომიწესრიგებს მთვარე მოშლილ ხსოვნის მექანიზმს, 
არე-მარეს რომ ვერცხლისფერი შუქით შეღებავს.

??????