გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

არა 

მე მომენატრე ისევ ამ დილით
და შენს ნაბიჯებს დავუგდე ყური,
უცებ მომინდა შენ ყოფილიყავ
მებაღე ჩემი პატარა გულის.
შენ მოგინატრა მარტოობის ჟამს
შორეულ გზებზე დაღლილმა მზერამ
და გამახსენდა, რაც უნდა მეთქვა,
რაც შენი წასვლით ვეღარ ვთქვი, ვეღარ.
ნუ გაგაოცებს წვიმების თქეში
და ზღვის ნაპირას მომკვდარი ტალღა.
მე გამახსენდა, რაც უნდა მეთქვა,
მაგრამ არ გეტყვი, არ გეტყვი, არა.

??????