გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

მოთამაშეს  

თვალები ეხუჭებოდა, თრიაქმოწეულივით, 
ტუჩებზე სიმშრალეს გრძნობდა,
ალბათ, სიგარეტის გამო...
ბევრს ეწეოდა....
ხოჭოებივით ესეოდნენ ფიქრები,
ფეხარეული დააბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთებში
და საკუთარ თავს ეძებდა, 
რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა....
ბედთან შერიგებული ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში გამოკეტილი ცხოვრობდა....
და ბევრს ფიქრობდა....

მოთამაშე...
ჰო!
მოთამაშე იყო....

მოთამაშე,
ითამაშე,
გააგორე კამათელი ბედთან,
დღეს გახადე სიმხურვალის სამოსელი,
შერიგებაც გადაწყვიტე ღმერთთან.
მოთამაშე, 
აზარტია ეს ცხოვრება.
რატომ ცდილობ დაზავებას ბედთან,
ისევ ისე შეურიგდი მრუმე ღამეს?
მაუზერიც მიიტანე მკერდთან?
მოთამაშე,
გააგორე კამათელი,
გააგორე კამათელი ბედთან.

ვერა ხედავ? მეც ვთამაშობ....
ღიმილს ვაფენ....
დავივიწყოთ,
რომ ცხოვრება მუხთალია ბევრად.

მოთამაშე....
გავაგოროთ კამათელი
მოთამაშე...
ითამაშე ჩემთან.

??????