გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

გნატრობ.... 

შენთან წვიმს....
ჩემთან მზე აწვიმს ქალაქს
და მონატრება ჩავიცვი კაბად...
რომ ქარმა სული შემიბეროს,
მოფარფატე ჩიტად მაქციოს
ან ცისარტყელად წვიმის მერე...
და ნესტიანი ღრუბლებიდან
წვეთად ქცეულმა დაგაწვიმო, 
შენს სხეულში დავიდო ბინა,
იმ სხეულში, სხვისად რომ ქცეულა... 
და მინდა,
მოგეფერო...მოგიალერსო,
რადგან ვიცი...
ის ფიქრები, სულს რომ გიწეწავს
და არ გაძინებს,
ამღვრეული წყალივით რომ მიაპობს კალაპოტს
და ჯებირის დამსხვრევას ცდილობს,
ჩემია....
უბრალოდ გიჭირს იმ ერთადერთი ნაბიჯის გადმოდგმა,
ჩემთან რომ გაშორებს....
ჰო..
შენთან ახლა წვიმს.
ჩემთან მზე აწვიმს ქალაქს...
და შენსკენ წამოსულ მზის სხივს 
ჩემს კოცნას ვატან.
ვიცი 
მოგიტანს....

??????