გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

* * * "საკუთარ თავში ჩავკეტე თავი" 

საკუთარ თავში ჩავკეტე თავი და ფიქრს ჩავუკეტე დარაბები,
ისე მღელვარე იყო ზღვა, როგორც შენზე ფიქრი ცრემლადქცეული და ჩემს თვალებში ჩაკირული...
ფიქრმა ისე შემომხვია თავისი მბოჭავი ხელი, სული შემიგუბდა და მომინდა, ჩემს ძახილს მოეღწია შენამდე, გეგრძნო, როგორ მჭირდები, როგორ მივსებ სულს და როგორ მიადვილებს შენი არსებობა ცხოვრებას.
მინდოდა ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა და შენს ხელისგულებში მომექცია ჩემი სახე.
მენატრები და მეშინია შენი დაკარგვის.
და არ მინდა, 
სიბერე და ნაოჭებშეპარული წლები, სახეზე ღარებად დამჩნეული ცხოვრება, არ მინდა ფურცლებად დავკეცო წლები, რომლებსაც ვეღარასოდეს გადავშლი და წარსულს დავუტოვო
დღეები, რომლებსაც ვეღარ დავაბრუნებ
სიზმრები - რომლებშიც აღარასოდეს განმეორდები,
ღამეები - რომლის გულისფეთქვა ჩემში ფეთქავდა,
ღიმილი - რომელიც ისეთი თბილი იყო, რომ მეშინოდა მისი,
თვალები - რომლებიც უხმოდ მეტყველებდა...
მე შენში ვიყავი,
შენ - ჩემში,
ჩვენ - ვიყავით ორნი ერთად და მაინც ცალ-ცალკე.
ჰო.
არ მინდა, სიბერემ შემახოს ხელი...
დღეს ისე ცხადად ვიგრძენი მისი სიახლოვე
და მომინდა გაქცევა შორს ჩვენი სამყაროსაგან, რადგან შემეშინდა, რომ ვერ გავუძლებდი მის გულისცემას...მომინდა მხრებიდან მომეხსნა წლები, რომლებიც შენთან მაშორებდა.
ჰო
მინდა, დაგიძახო და ვდუმვარ.
მინდა, მოგეფერო და გაგირბივარ..
მეშინია ჩემი მონატრების,
მაგრამ გული გნატრობს და ჩუმად გიხმობს
ისე, როგორც არასდროს.

??????