ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

საღამოს ბებო ძროხას წველიდა. . . 

საღამოს ბებო ძროხას წველიდა.
რძე ჩხრიალებდა.
ძროხა ბებოს ეფერებოდა.
მე გაბუტული იქვე ვიჯექ
და მესმოდა ბებოს ჩურჩული:
- მოგიკვდეს ბებო, აგრიაა,
ჩემო საწყალო,აბა რა მექნა,
სარჩო ხომ გვინდა, ყუა ხო
გვინდა, ე ფქვილიც ხო საყიდნელია,
რო მოგამშიო, რას იტყვიან,
ან ცოცხლები, ან ჩვენი მკვდრები,
სხვა რო არა შემიძლია რა?
სხვა უღური რო აღარა მაქვს?
მუხლებში ძალა გამომელია
ბებო გენაცვალოს! ნუ გეშინია,
ეს ორი ძროხა ხო კიდევ გვყავს,
გაგიჩენენ კიდევ ნიკორას,
იქნებ ორივე სახარე იყო
ორსავ შენ მოგცემ,
ორივ გაზარდე,
და თუ ისინიც გაგიყიდო,
მიწამ წამიღოს,
ისედაც მიწაწასაღები ვარ...
რძე ჩხრიალებდა.
მერე შეწყდა.
დაღამდა კიდეც,
მერე შევედით მე და ბებო პურის
საჭმელად,
ბებომ ლოგინი გამიშალა
და ორივე ერთად ჩავწექით.

??????