როგორ თანდათან მაწვალებს. . .
ქვეყნად არ ყოფნის სევდა,
ვუმზერ გათოშილ საფლავებს და გული
მეკუმშება.
გრძნობა აღარ აქვს ცივ ლოდებს,
ვიღაც კვლავ წავა, აშკარად
მზე იწურება
ქრება.
თუ თამარ მეფეს, რუსთველს და
კიდევ იმათ მაჩვენებ ღმერთო,
ვინც ასე გულში ღრმად ჩამრჩენია-
წამოვალ, ჩქარა!
თუ არა და დამაცადე, შენ ხო ღმერთი ხარ,
აქ მირჩევნია!!
1995წ.