ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

ვინაც ვერ ისვენებს 

სიცოცხლესა და სიკვდილსა
შუა უბრალო ხიდი აქვთ,
სიცოცხლე ჰგზავნის შვილებსა,
სიკვდილი ფლიდზე-ფლიდია,
არ ინდობს დიდებს,პატარებს
იქ შაგვყრის სადაც ბინდია, 
ხიდს აღარ გამოგვატარებს
ვერაფრით მაისყიდია.
ადიდდეს მაინც მდინარე 
ჩატყდეს ეგეთი ხიდია.


1995წ.

??????