ბათირაული
საიქიოდან მოვიდნენ
ბათირაულის მოყვრები,
უთხრეს: აქ ნუღარ ჯახირობ
წამოგვყევ,თუ წამოგვყვები.
ბებერმა ბათირაულმა
წყნარად ახედა-ჩახედა,
იმათ ქცევას და ზნე-კილოს
იმათ ფერწასულ სახეთა.
თან ყალიონი გამართა
სიტყვაც მიუგდო მკვახედა:
მამწყდით,გზა ნახეთ, რომელი
სოფლის ორგული მნახეთა.
მე არ ვთვლი ამ წუთისოფელს
საჯახიოდ და მახედა;
ბებერი ბათირაული
იჯდა კუშტად და მჭახედა.
1995წ.