პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

წინასწარმეტყველი 

რა დავდიოდი ბნელ უდაბნოსა, 
სასულიერო სურვილი მწვადა, 
და სერაფიმი ჯვარედი გზასა 
მე ექვსფრთიანი გამომეცხადა. 
თითებით მჩატით, ვითა სიზმარი, 
ჩემსა თვალებსა შეეხო ისა, 
გამეხსნეს წინამხედველნი თვალნი, 
ვით შეშინებულ დედა არწივსა. 
მერედ ჩემთ ყურთ შეეხო ისა, - 
ბგერით, გუგუნით აღმევსენ ყურნი: 
და მსწრაფლ მომესმა მე თრთოლა ცისა, 
ანგელოზების ფრენა ციურნი, 
აღმოცენება ველზე ვაზისა, 
და ზღვის ქვემოძრომთა წყლის ქვეშე დენა. 
ჩემთა ბაგეთა შეეხო ისა 
და ამომგლიჯა ცოდვილი ენა, 
ენა ბოროტი, უქმი, მეტყველი, 
და ბრძენ გველისა მე საქეჯნელი 
დალოცვილ ხელით შთამიდგა მანა 
ცემ გასისხლებულ ბაგეთა შინა. 
მერე განმიპო მკერდი მახვილით 
და ამოიღო მთრთოლვარე გული, 
და ნაღვერდალი ცეცხლის ალივით 
შთადვა ჩემ მკერდში მან ანთებული. 
და როგორც მკვდარი უდაბნოს ვიწექ, 
და აღმიძახნა უფლის ხმამ: ”აღსდექ, 
წინასწარმეტყველო! სჭვრიტდე, ისმენდე, 
ჩემის ნებითა აღივსებოდე 
და, მოივლიდე რა ხმელთ და ზღვათა, 
სიტყვითა გულებს უნთებდე კაცთა”. . .

1826

??????