პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ჩაადაევს 

იმედის, ტრფობის, ამაყ სახელის 
დიდხანს გვართობდა თურმე თილისმა 
გაქრა ბავშვობა დაუძრახველი, 
ვით კვამლი, როგორც ნისლი დილისა. 
მაგრამ სურვილი სდუმს ჩვენში ისევ, 
თუმცა მოგვღუნა ბედკრულმა ძალამ, 
და მოუთმენელ სულითაც ვისმენთ, 
ჩვენმა სამშლობლომ რაც დაგვავალა. 
ველით, ლოდინით გაფითრებული 
ხსნის უწმინდესი ცეცხლის მოდებას, 
ვით ახალგაზრდა შეყვარებული 
ნეტარ პაემანს მოელოდება. 
და სანამ შვების სინათლით ვიწვით 
და სინდისს გული ცოცხლად ინახავს, 
ჩვენ ჩვენს სამშობლოს შევწირავთ ვიცით
ძვირფასს და წმინდა სულიერ ზრახვას. 
შენც, ამხანგაგო! გჯეროდეს მოვა 
სხივდანთებული ბედნიერება, 
რუსეთს დასტოვებს ძილი და გლოვა, 
თვითმპყრობელობის ნამსხვრევთა გროვას 
ჩვენი სახელი დაეწერება. 

1818

??????