ტუსაღი
საკანში აღზრდილი არწივი ნორჩი,
ჩემი ამხანაგი ზის ფრთების რხევით
და ლეშით ერთობა სარკმელის ქვევით.
გაძიძგნის საკვებს და უცქერის სარკმელს,
ნამდვილად მიმიხვდა სულიერ სათქმელს;
მიცქერს და ძახილით ირხევა არე
სურს გამაგებინოს: ”გავფრინდეთ ბარემ”.
”ჩვენ ვართ ფრინველები; გავშალოთ ფრთები,
ხომ ხედავ ღრუბლებში გამოჩნდნენ მთები,
გავფრინდეთ ზღვისკენ და ლაჟვარდის ფერთან,
სად მე და ნიავი ვსეირნობდთ ერთად”. . .
1822