მესხი რობერტ
გაზიარება

სიზმარი 

ხიდები დავწვი, მომეძალა ანაქრონიზმი...
ახდა სიზმარი - ნისლიანი კენტერბერია.
ახლა გამშრალი ნიჟარების ჩურჩულს რომ ვისმენ,
ესეც ბევრია...
აქ ზღვა წააგავს მხატვრის ტილოს, ნახევრად წაშლილს,
ლივლივებს მთვარე - დაქცეული აპერიტივი.
ერთ დროს მე ქვიშის მარცვალივით შენს გულში ჩავრჩი,
რომ მერე ყელზე დაგებნიე მარგალიტივით.

??????