პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

მე ვიცნობ ბრძოლებს. მალაღებენ ხმალთა ხმობანი... 

მე ვიცნობ ბრძოლებს. მალაღებენ ხმალთა ხმობანი, 
ვარ ბალღობიდან მოთაყვანე დიდების ველთა, 
მიყვარს ბრძოლების სისხლიანი თამაშობანი, 
სიკვდილზე ფიქრი, ძვირფასია სულისთვის მეტად. 
ჭაბუკო, დღეს რომ მშობელ ქვეყნის დგახარ დამცველად, 
იცოდე, ვინაც არ შეხედა თვალებში სიკვდილს, 
არ განუცდია სურყოფილი მას აღტაცება 
და ქალთან კოცნის განცდის ღირსიც არ არის იგი. 

1820

??????