ოქროს ყანა
დაამშვენა ოქროს ყანამ,
მღელვარე და სანატრელი
ვის უნახავს ამისთანა?
აქეთ ოქროს თავთავები,
იქით ოროს თავთავები,
შრიალებენ, გვიცინიან
თაფლისფერი წამწამებით.
დიდ-პატარა მინდვრად არის,
ყველა შრომობს, ყველა გალობს,
ზეცის თვალი ზედ დახარის
კომბაინს და მზიან კალოს.
სიხარულის ნანას მღერის
ოქროს ყანა, ოქროს ყანა,
მღელვარე და სანატრელი
უალერსებს ჩვენს ქვეყანას.
1945 წ.