მკათათვე
შრიალებს ყინა სამკალი,
გზებზე ყიჟინა გაისმის,
მზის სხივზე ელავს ნამგალი.
გაისმის ურმის ჭრიალი,
გრგვინავენ კომბაინები;
ცვივა თავთუხის მარცვალი,
ცას სწვდება ნამჯის ზვინები.
ერთვის "ჰოპუნას" ძახილი
მოხუცთა "ჰეკა-ოკასა",
კალოები და საბძლები
ოქროს სხივებმა მოკაზმა.
ველს მოსდებია სოფელი,
შრომობს დიდი და პატარა,
ყველას თვალები უბრწყინავს,
ყველა მზის შუქით გამთბარა.
მზიაც აქ არის... ნათელა
მხარში უდგება ავთანდილს,
რომ არ დაკარგოს ქვეყანამ
ოქროს არც ერთი თავთავი!
1945 წ.