შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

იბერის ლექსი 

ოდეს მამაცი იბერი, 
ცისა და ქვეყნის ასაკის, 
ლაღი დ თვალებცისფერი, 
მცხეთის მახლობლად დავსახლდი; 
წელს ხმალი მერტყა ხალიბის, 
ხელი გუთნი მეჭირა, 
ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი, 
ვარსკვლავების ქვეშ მეძინა. 
ნათელ თუ წყვდიად ღამეში 
უღრანში ვჩეხდი ახოებს, 
ხარი მყავდა და კამეჩი, 
ვეძებდი საბალახოებს. 

მივდექ, დასისხლულ თითებიტ 
მცხეთას ავაგე ტაძარი,
გაღმა მთას ჯვრი შევაბი, 
არმაზს ვაფრქვიე ნაცარი.. 
ოდითგან თრობის მომგონი 
და მოყვარული სინათლის, 
ურჩი არაბის, მონგოლის, 
პარტახში ვაზებ ვწიდნავდი. 
ვახარე შავფხა თავთუხი, 
კაჟით მოვხატე კევრები, 
რთველობას ვაჟურად დავდუღდი, 
ტკბილით დავავსე ქვევრები... 

და აი, რასაც ვნატრობდი: 
ღვინო და პური მახობლის
მოდით, მსურველნო დათრობის, 
სიყვარულის და ლაღობის, 
მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია, 
თაღარში ბორგავს მაჭარი, 
ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახია
ნამცვრევი და ნაჭაჭარი! 

მოგაწვდი, არ დაგაძალებთ, 
გულს ნაპერწკალი აღინთეთ, 
თუ გემწარებათ, აცალეთ - 
დავაჟკაცდეს და დაღვინდეს! 
თუ თქვენმა გულმაც შეირგო
ნაჟური ჩემი ვაზების, 
უმალ ალავერდს გადმოვა
საალავერდოს თასებით! 

1946 წ. 

??????